პროექტის მოკლე აღწერა: ტრადიციის ცნების გაგება–გააზრება, მოსწავლეები გამოიმუშავებენ თავიანთი კლასის ტრადიციებს და დაიცავენ მათ.
პროექტის სრული აღწერა: საუბარი ტრადიციებზე, დავალების მიცემა: მოიძიონ ინფორმაცია მშობლებისა და ისტ–ის გამოყენებით (ვინაიდან ჯერ პირველ კლასში არიან) ჩამოყალიბებული ტრადიციების შესახებ, აიღონ ინტერვიუები უფროსებისაგან, უხუცესებისგან. პერიოდულად გააკეთებენ პრეზენტაციებს უფროსების პატივისცემის, მეგობრობის, ერთგულების, სტუმართმოყვარეობის, ჭირსა და ლხინში ურთიერთდახმარების ტრადიციების შესახებ.
მოიძიებენ სხვა ქვეყნების ტრადიციებს და შეადარებენ თავისას.
მაგრამ ჩვენი პროექტის ამოცანა მხოლოდ ეს არ არის.კლასმა უნდა შეიმუშავოს საკუთარი კლასის ტრადიციები, რომელსაც ექნება რამდენიმე სლოგანი:
1) ყველანი კარგად ვსწავლობთ
2) ყველანი ვართ თავაზიანები და ვიცავთ ქცევის წესებს
3) ვუვლით სასწავლო ნივთებს დ საკლსო ოთახს
4) არ ვანაგვიანებთ გარემოს
მონაწილეთა ასაკი:6–10 წელი
ვადები:3–4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა პრეზენტაციები, ინტერვიუს გაკეთება უფროსებთან, ჯგუფური მუშაობები
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ შინაგანი კულტურა, ამაღლდება მათი მოტივაცია, განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაბელურობის უნარი, შეძლებენ გაარჩიონ ერთმანეთისაგან კარგი და ცუდი და შესაბამისად უარყონ ეს უკანასკნელი.
სარგებელი სხვებისათვის: ურთიერთდახმარება, უფროსების პატივისცემა, ზრუნვა კლასისა და სკოლის პრესტიჟზე, ქართული დ არაქართული ტრადიციების გაცნობა, მშობლების ჩართულობა.
სამუშაო ენა:ქართული, რუსული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგნებთან(საგნ. ან), ერ. გეგმასთან კავშირი: ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება შეძლონ: მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ისტ–ის გამოყენებით, ჩამოუყალიბდეთ სკუთარი ინტერესები, ახალი უნარები, დაიცვან გარემო და ბუნება, იყონ კომუნიკაბელურები, პატივს სცემდნენ ადამიანებს და თავიანთი ცოდნა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
პროგრამის ფასილიტატორი: ხათუნა ფანთია
ფასილიტატორის ელფოსტა:khatunafantia@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ–გვერდი
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteგილოცაააავ, პირველ ჩანაწერებს შენს მომავალ წარმატებულ პროექტში! აბა შენ იცი...წარმატებები, პატარები გაიხარებენ თუ მათი სურათებიც იქნება, როგორც მონაწილეების :)
ReplyDelete